საბურთალოს ქუჩაზე დაჭრილ პოლიციელს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
ნახეთ| ვინ არის პრეზიდენტის სიძე, რომელიც წუხელ დაჭრეს და როგორია მისი სკანდალური წარსული