სამართალდამცველებმა მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს

სამართალდამცველებმა მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მიხეილ მგალობლიშვილს სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ