ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა მისი საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხერხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ