"ნიღბიანი მამაკაცი შევიდა და გურამ გოგიჩაიშვილს რადმენჯერმე ესროლა" - გორში მომხადრი მკვლელობის დეტალები

"ნიღბიანი მამაკაცი შევიდა და გურამ გოგიჩაიშვილს რადმენჯერმე ესროლა" - გორში მომხადრი მკვლელობის დეტალები

გორში, ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე, დაახლოებით დღის 1-ლ საათზე, გავლენიანი ბიზნესმენის ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, 55 წლის გურამ გოგიჩაიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს.

დანაშაული ნინო ბურჯანაძის პარტიის "დემოკრატიული მოძრაობის" გორის ოფისის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, გოგიჩაიშვილს მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და სავარაუდოდ, ოფისში ერთ-ერთ ნაცნობთან მივიდა.

თვითმხილველების თქმით, გოგიჩაიშვილს ოფისში შესვლისთანავე უცხო პირი დაედევნა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორის ცენტრში გურამ გოგიჩაშვილის მკვლელობის ფაქტს ორი პირი შეესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა ისინი უკვე დაკითხეს.

განაგრძეთ კითხვა

პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბიჭი დააკავა

"თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო" - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა

"დაჩეხილია, მძინარეს დაარტყა დანა და უყურებდა სულს როგორ ღაფავდა" - თურქეთში მოკლული თამთა ჯანჯღავა სამშობლოში ჩამოასვენეს