ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 62 წლის მამაკაცი. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.ი ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1955 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.ი. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ