ეჭვიანობა თუ წაგებული ფული? - 4 იანვარს მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ეჭვიანობა თუ წაგებული ფული? - 4 იანვარს მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ოჯახური ძალადობა ისევ და ისევ გადაუჭრელი პრობლემაა ქვეყანაში. გასულ წელს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 17 მკვლელობა მოხდა, მსხვერპლები ძირითადად ქალები იყვნენ. 14 ქალი გამოასალმა მეუღლემ სიცოცხლეს, გამოვლინდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის უამრავი ფაქტი. მართალია, ძალოვანებმა აქტიური სოციალური კამპანიაც დაიწყეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ისინი მოუწოდებენ მსხვერპლებს, ხმა აიმაღლონ, არ შეურიგდნენ უსამართლობას, მიმართონ სამართალდამცავებს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, ძალადობა და მკვლელობა მაინც ხდება ჩვენ ირგვლივ. სამწუხაროდ, 2017 წელიც ქალის მკვლელობით დაიწყო.

4 იანვარს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ზიზი ურუშაძე მეუღლემ, ვახო სამხარაძემ თოკით მოახრჩო. ნაწამები ქალის ცხედარი მეორე დღეს ბინაში აღმოაჩინეს. კრიმინალისტები და სამართალდამცავები დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოკლული მშობლების სახლში გადაასვენეს. ახლობლების თქმით, მას უამრავი დაზიანება ეტყობოდა სხეულზე, სახეზე, თვალზე სილურჯეები, შუბლზე - კოპი, ცხვირის ძვალი გატეხილი, ნიკაპი დაზიანებული. თითები დამტვრეული. მუხლები, ფეხები სულ აფლეთილი და გადატყავებული. ეს დაზიანებები ადასტურებს, რომ მკვლე­ლობამდე მსხვერპლს მოძალადე ქმარი ფიზიკურად გაუსწორდა.

ცოლ-ქმარი ე.წ. იტალიურ ეზოში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეორე სართულზე იყო მათი პატარა ოთახი. მათ ირგვლივ რამდენიმე მეზობელი ცხოვრობს. წარმოუდგენელია, იმ ხის კედლებიდან გარეთ ცოლ-ქმრის ჩხუბი არ გამოსულიყო, მაგრამ მეზობლები მომხდარზე საუბარს თავს არიდებენ. ერთ-ერთმა მეზობელმა ასე მითხრა:

- სხვისი ოჯახის საქმე რა ჩემი გასარჩევია? გირჩევთ, ნურც თქვენ ჩაერევით: ვწუხვარ რაც მოხდა, მკვლელი მკაცრად უნდა დაისაჯოს, ძალიან საყვარელი, კოხტა გოგო მოკლა, მაგრამ მე ახლა ჩემს რეპუტაციასა და იმიჯს ვერ შევილახავ და სხვისი ოჯახის საქმეებზე საუბარს ვერ დავიწყებ.

ცუდია, როცა ადამიანისგან ასეთ სიტყვებს ისმენ, როცა ასეთი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. ერთ-ერთი მეზობელი კი ამბობს, რომ ბინიდან ხმაურის ხმა გამოდიოდა და გაიგონა ისიც, როგორ სთხოვდა ქმარი ცოლს ფულს.

ნანა, ზიზის მეგობარი:

- ალბათ კაზინოში ეგდო და იქ წააგო ფული. ზიზი იყო მაღაზიათა ქსელის მენეჯერი, ყველა საქმეს ის აგვარებდა საბაჟოზე, ბანკში, შემოსავლების სამსახურში და სახლში ხშირად ჰქონდა სამსახურის ფული, რომელიც მეორე დღეს მიჰქონდა. ეს იცოდა მისმა ქმარმა, მას სახლში ეგულებოდა ფული და სთხოვდა თანხას. განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ