კიევის ცენტრში თემურ მახაური დააკავეს

კიევის ცენტრში თემურ მახაური დააკავეს

კიევის ცენტრში პატრულირებისას სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს. "ვესტი უკრაინის" ინფორმაციით, აღწერილობით ავტომანქანა ჰგავდა მძარცველის ავტომობილს, რის გამოც ის გააჩერეს.

ზედაპირული დათვალიერების შედეგად მძღოლს, საქართველოს მოქალაქეს, ორი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა - "გლოკი" და "სტეჩკინი" საბრძოლო ვაზნებთან ერთად.

ავტომანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა თემურ მახაურმა ჩეჩნეთის შეიხ მანსურას სახელობის ბატალიონის მოწმობა წარადგინა. აღნიშნული მოწმობა გამოწერილია უკრაინულ ენაზე. მისი თქმით, არის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის მოხალისე მზვერავი, რომელიც ბაზირებულია ანტიტერორისტული ოპერაციების ზონის "ემ" სექტორში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ