სისხლის სამართლის 129 დანაშაული და 1000-ზე მეტი სამართალდარღვევა - შსს-ს ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგი

სისხლის სამართლის 129 დანაშაული და 1000-ზე მეტი სამართალდარღვევა - შსს-ს ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

ნახეთ ვიდეო| შსს-მ ქვეყნის მასშტაბით "რეიდი" ჩაატარა - დაკავებულია 64 ადამიანი 2 დღეში

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 63 ფაქტი; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ს 117-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) - 15 ფაქტი; ქურდობის მცდელობის (სსკ-ს 19-177-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-პრიმა მუხლი) - 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) - 4 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) - 19 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლი) - 2 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) - 2 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა, მათ შორის: დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) - 24 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) - 43 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 45 ფაქტი.

ასევე, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა.

სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის - 42 პირი დააკავა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ