"პოლიციელებმა კანაფთან სურათების გადაღება დამიწყეს..." - რას ყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს

"პოლიციელებმა კანაფთან სურათების გადაღება დამიწყეს..." - რას ყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკვან გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა მარიხუანა და იარაღი ამოიღეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია "გირჩის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილმა გამართა. მისი თქმით, დიაკვანი მამა გიორგი (ჯახუა), რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მსახურობს.

პრესკონფერენციას ესწრებოდა თავად სასულიერო პირიც. მისი თქმით, შემთხვევა 17 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. დიაკვანის მტკიცებით, კანაფს დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.

"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", - განაცხადა ჟურნალისტებთან ჯახუამ. მისივე თქმით, მცენარეული წამლების დამზადებაზე ლოცვა-კურთხევა მიტროპოლიტისგან ჰქონდა და ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს.

დიაკვანი სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაშიც ადანაშაულებს. ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება აიძულეს.

"ხარება და გოგიაში როგორცაა, დახოცილები რომ ყავთ, კანაფთან დამაყენეს, გადამხვიეს ხელები და სურათების გადაღება დამიწყეს. თან დამცინოდნენ, როგორია შენი ეკლესია და კანაფი ერთად" - ყვება სასეულიერო პირი.

რაც შეეხება იარაღს, სასულიერო პირი ამბობს, რომ ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", - განაცხადა გიორგი ჯახუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"დაუჭრელი და ცოცხალი ვარ" - არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ყინ­წვი­სის მონასტერში მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

კრიმინალური ფაქტი ყინწვისის მამათა მონასტერში - წინამძღვარმა არქიმანდრიტი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა