ლაგოდეხელმა პოლიციელმა დაჭრა მოქალაქე, რომელიც მის მეუღლეს მესიჯებს უგზავნიდა

ლაგოდეხელმა პოლიციელმა დაჭრა მოქალაქე, რომელიც მის მეუღლეს მესიჯებს უგზავნიდა

ლაგოდეხში პოლიციელმა მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ის გახდა, რომ მოქალაქე პოლიციელის მეუღლეს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. ცნობილია, რომ დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციელი რიგითი თანამშრომელი იყო და ის უკვე გათავისუფლდა სამსახურიდან. მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს.

"აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ დაიწყო გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 -ე მუხლით და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ლაშა წიქარიშვილი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მცდელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ლაშა წიქარიშვილს შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა თუმცა მომხდარ ფაქტს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს", - განუცხადეს Ambebi.ge-ს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ