ბორჯომში "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ბორჯომში "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ბორჯომის შესასვლელში შეიარაღებულმა ნიღბიანმა კომპანია "ვისოლის" კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა.

სადგურის ოპერატორის ზურაბ ცერცვაძის განცხადებით, ბენზინგასამართ სადგურზე 4 პირი მორიგეობდა.

"4 ადამიანი ვიყავით მორიგე. ორს ეძინა, ორი კი ავტომანქანებს საწვავს უსხამდა. სწორედ ამ დროს შემოიჭრა ბენზინგასამართ სადგურზე შეიარაღებული ნიღბიანი პირი. იგი შეიარაღებული იყო პისტოლეტით და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. გაიტაცა 600 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენ არ შეგვინიშნავს, მის გარდა იყვნენ თუ არა სხვა თანამზრახველებიც. მუქარა მხოლოდ ერთი შეიარაღებული პირისგან მოდიოდა. ამოცნობა ვერავინ შეძლო იქიდან გამომდინარე, რომ სახეზე ნიღაბი ეკეთა", - აცხადებს ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი.

ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებული არ არის. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ