არჩილ თალაკვაძე - ცერცვაძის გარშემო არსებული ვითარება გაირკვევა, ველოდები, რომ ეს მის სასარგებლოდ მოხდება

არჩილ თალაკვაძე - ცერცვაძის გარშემო არსებული ვითარება გაირკვევა, ველოდები, რომ ეს მის სასარგებლოდ მოხდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გია ცერცვაძის უსაფრთხოება და ინტერესები დაცული ყოფილიყო, როცა ის საქართველოში იმყოფებოდა და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინულმა მხარემაც მაქსიმალურად დაიცვას მისი ინტერესები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, უმოკლეს დროში, უკრაინაში ცერცვაძის გარშემო არსებული ვითარება გაირკვევა და ელოდება, რომ ეს მის სასარგებლოდ მოხდება.

"სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, ხშირად ჯარისკაცის დასაცავად უსამართლოდ ექცევა პოლიციელებს და პოლიციელის დასაცავად პროკურორებს, რომლებიც თავის საქმეს კარგად აკეთებენ. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ბოლო წლებში. მით უმეტეს, როცა გია ცერცვაძე წარსულში შსს-ს სპეცრაზმში მსახურობდა და არა შეიარაღებულ ძალებში - მინდა კრიტიკოსებს შევახსენო, რომ პოლიციელები საკუთარ კოლეგებს არ ღალატობენ!

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უმოკლეს დროში, უკრაინაში ცერცვაძის გარშემო არსებული ვითარება გაირკვევა და ველოდები, რომ ეს მის სასარგებლოდ მოხდება", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ