რა კომენტარს აკეთებს შსს-ს წარმომადგენელი გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე

რა კომენტარს აკეთებს შსს-ს წარმომადგენელი გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე

თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, აქედან დღის განმავლობაში დაახლოებით, 15-20% არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ბუბა ლომუაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც ბუბა ლომუაშვილმა აღნიშნა, ავტოსაგზო შემთხვევებთან დაკავშირებული საკითხი რთულია და მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

"ცალსახად თითის გაშვერა ან შსს-ს დადანაშაულება, რომ შექმნილი სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ ამ უწყების ბრალია, არ შეიძლება. ჩვენის მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა შექმნილი სიტუაცია გამოსწორდეს", - განაცხადა ლომუაშვილმა.

მისივე თქმით, ამ კუთხით განათლებისა და ცნობიერების ამაღლება მცირე ასაკიდან უნდა მოხდეს. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უსაფრთხოების 10 გაკვეთილის პროექტს, რომელმაც უკვე 44 სკოლა მოიცვა.

ლომუაშვილის თქმით, შსს აწარმოებს ძალიან აგრესიულ კამპანიას საგზაო უსაფროხების კუთხით, ეს არის - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის". გარდა ამისა, მისი თქმით, სატესტო რეჟიმში უკვე მიმდინარეობს ე.წ. ჭკვიანი კამერების პროექტი.

"მარტო თბილისში დღეს ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, აქედან პოტენციურად დღის განმავლობაში დაახლოებით, 15-20% არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. საპატრულო პოლიციის ადამიანური რესურსი უბრალოდ არ ეყოფა იმას, რომ თითოეული ეს ჯარიმა იყოს აღრიცხული. დავდექით ასეთი ფაქტის წინაშე - თუ როგორ უნდა გადაგვეჭრა ეს პრობლემა. ერთი მხრივ, იყო აზრი, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა რიცხვი გაგვეზარდა, რაც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცაღა ასეც რომ იყოს, ეს პრობლემა მაინც არ აღმოიფხვრებოდა", - განაცხადა ლომუაშვილმა და დასძინა, რომ შსს-ს მივიდა დასკვნამდე გამოეყენებინა ტექნოლოგიური მიღწევები, "რომელიც ერთი მხრივ, ადამიანური რესურსი დატვირთვას და გამოყენებას შეამცირებდა და მეორე მხრივ, ნებისმიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას დააფიქსირებდა და ე.წ. ჭკვიანი კამერები უკვე სატესტო რეჟიმშია ჩართული.

ბუბა ლომუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონონმდელო ცვლილებეზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ე.წ. ჭკვიანი კამერების გარდა შემოდის ე.წ. უკონტაქტო პატრულირების პროეტქი, ასევე ქულათა დაგროვების სისტემა და მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სიტუაციის გაჯანსაღებას.

ბუბა ლომუაშვილმა სამომავლოდ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქში ჩატარებაზეც ისაუბრა და ასევე სიმთვრალეზე სანქციების გამკაცრებაც არ გამორიცხა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ