სისხლის სამართლის 57 დანაშაული და 800-ზე მეტი სამართალდარღვევა - შსს-ს ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგი

სისხლის სამართლის 57 დანაშაული და 800-ზე მეტი სამართალდარღვევა - შსს-ს ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 26-27 იანვარს საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოავლინეს.

"სისხლის სამართლის 57 დანაშაულს შორისაა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) - 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) - 1 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) - 2 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ს 353-ე მუხლი) - 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) - 3 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) - 5 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) - 1 ფაქტი; პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, მათ შორის:

"ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 28 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 9 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 21 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 13 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3 ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია: 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა "ბიო", 100 აბი "გერალგინი", 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა "მდმა" და სხვა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ