მერაბ მალანია - შსს უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა

მერაბ მალანია - შსს უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს "ბავშვთა სამყაროს" შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.

"მიზეზებს ვერ გეტყვით, თუმცა, იყო აალების კერა, რომელსაც ამ წუთებშიც აქრობენ. როგორც მოგეხსენებათ, სამხარაულისა და მერიის ექსპერტები იმყოფებოდნენ შენობაში. მათი დასკვნით, შენობაში შესვლა სახიფათოა, რის საფუძველზეც გადაწყდა შენობის დემონტაჟი. რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს შენობის დემონტაჟი, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ტერიტორიის სრულ დაცვას და მინდა განვაცხადო, რომ ამ დღეების განმავლობაში უცხო პირი ვერ შევა ტერიტორიაზე", - განაცხადა მალანიამ.

ტერიტორიაზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გაძლიერებულ რეჟიმში იმყოფებიან. მობილიზებულია 16 სახანძრო ბრიგადა. ადგილზე რჩებიან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთა ნაწილი კვლავინდებურად მოითხოვს შენობაში შესვლას და ნივთების გამოტანას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ