კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
23:11 / 02-02-2017
სასამართლომ 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი პირი, რომელსაც პროკურატურა 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწების თაღლითურად დაუფლებაში ედავება, წინასწარ პატიმრობაში დატოვა და მათ აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა მარინა ძასაშვილმა განუცხადა, სასამართლომ ალტერნატივის სახით შეთავაზებული გირაო არ გაითვალისწინა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. ძასაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.

"ბრალდების მხარე დასმულ კითხვებს პასუხს ვერ სცემს. კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით არ შეუძლია დაადგინოს და თქვას, რა მიზეზით და მიზნით არის ჩადენილი და შერაცხული ბრალი რამდენად შეესაბამება დღევანდელ
მდგომარეობასა და სინამდვილეს. ასევე არ შეუძლია თქვას, რომ თუკი ბრალდებულები გირაოს სახით გარეთ დარჩებოდნენ, რა ზიანი შეიძლება გამოეწვია ამას. ერთადერთი, რაც დაასახელეს, მოწმეებზე ზეწოლა იყო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იმ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე იმსჯელა, რომლებიც პროკურატურამ 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავა. დაკავებულთაგან ორი ადვოკატია.
18:00 / 04-02-2017
uiuristo qveyanashi xatiaSvili yefdao
0
ხატზე დამეფიცება, რომ ხატიაშვილი ხატგამწყრალია. აბა, ამ საქმეში ჩახედულს, თუნდაც სამართლის ანაბანის მცოდნეს, ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ის 2 სამარცხვინო უკანონოდაა დაპატიმრებული
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
15:05 / 19-01-2018  Image მარნეულში 12 წლის ბიჭი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა
22:31 / 19-01-2018  Image იტალიაში გრიპის ეპიდემიაა, რომლითაც უკვე 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა
8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა
13:45 / 19-01-2018  Image პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ - რას ასახელებენ მიზეზად ადგილობრივები
"ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში"
10:59 / 19-01-2018  Image არტურ კონან დოილის საყვარელი კალმების ბრენდი, რომლითაც მწერალმა არაერთი ნაწარმოები შექმნა
როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს - მონათესავეა ჩემი სულისა
09:55 / 19-01-2018  Image ახალი დეტალები ყველაზე საზარელი ოჯახის შესახებ - მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ
"როდესაც პოლიცია მათ გადასარჩენად მივიდა, მსხვერპლთა უმეტესობამ არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციელი"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49