სასამართლომ 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი პირი, რომელსაც პროკურატურა 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწების თაღლითურად დაუფლებაში ედავება, წინასწარ პატიმრობაში დატოვა და მათ აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა მარინა ძასაშვილმა განუცხადა, სასამართლომ ალტერნატივის სახით შეთავაზებული გირაო არ გაითვალისწინა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. ძასაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.

"ბრალდების მხარე დასმულ კითხვებს პასუხს ვერ სცემს. კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით არ შეუძლია დაადგინოს და თქვას, რა მიზეზით და მიზნით არის ჩადენილი და შერაცხული ბრალი რამდენად შეესაბამება დღევანდელ მდგომარეობასა და სინამდვილეს. ასევე არ შეუძლია თქვას, რომ თუკი ბრალდებულები გირაოს სახით გარეთ დარჩებოდნენ, რა ზიანი შეიძლება გამოეწვია ამას. ერთადერთი, რაც დაასახელეს, მოწმეებზე ზეწოლა იყო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იმ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე იმსჯელა, რომლებიც პროკურატურამ 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავა. დაკავებულთაგან ორი ადვოკატია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ