კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:06 / 03-02-2017
რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს
24 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი საზარელი ავტოავარიის საქმე გახსნილია. ავარიის შედეგად 25 წლის სოფო ბერიძე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავარიაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა "ოპელის" მგზავრი სოფო ბ. და დაშავდა ოთხი ადამიანი.

საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით).

შეგახსენებთ, ტრაგიკულმა შემთხვევამ საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში მწვავე რეაქციები გამოიწვია. ბოლო
დროს ისედაც გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების ფონზე, მოქალაქეები ხელისუფლებისგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულ კონტროლს და სანქციების გაზრდას მოითხოვდნენ. ავარიაში ბრალდებული მძღოლის დასჯის მოთხოვნით, კანცელარიასთან აქციაც გაიმართა.

რუსთაველზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბევრი მოსაზრება დაიწერა. რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელი პირდაპირ ასახელებდა "მერსედესის ML"-ის მარკის ავტომობილის მძღოლის ვინაობას, რომელიც თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და სწორედ მან გამოიწვია ავარია. გამოითქვა მოსაზრებები, რომ დამნაშავეს ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.
18:30 / 03-02-2017
zuras
0
აკი წერია გვარი ჯაფარიძე
18:29 / 03-02-2017
კირკიტაა?–ს
0
ეტყობა დიდი ხანია ილუზიებში ცხოვრობ, ჩემ შვილს ტელეფონის ქუედობა დააბრალეს, მაშინვე დააკავეს და ორი წლის განმავლობაში მიდიოდა საამართლოები, ამ ხნის განმავლობაში შვილი ციხეში ყავდათ, გაიქცეოდაა? გარეტ რომ ყოფილიყო?, ალი ლულიასავით წაიკიტხა ბრალდება პროკურორმა ცინცაძემ, მოსამართლე ენუქიძემ ბოლო სიტყა თქვა, ჩემი ნება რომ იყოს ახლავე გაუშვებდიო! ესე იგი დავალება იყო ხომ? მიხვდი? ამას სამივე ომის მონაწილე გეუბნები, უამრავი სავადმყოფო და გოსპიტალი მუშაოს ჩემი გაკეთებული სამადეიცინო აპარატურით, ასევე კომპიუტერული ტექნიკით,ფქვილის ქარხნები და ბორჯომის ჩამომსხმელიც კი, ასე რომ დაფიქრდი სანამ სხვის ცოდნას შეეხები.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49