რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

24 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი საზარელი ავტოავარიის საქმე გახსნილია. ავარიის შედეგად 25 წლის სოფო ბერიძე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავარიაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა "ოპელის" მგზავრი სოფო ბ. და დაშავდა ოთხი ადამიანი.

საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით).

შეგახსენებთ, ტრაგიკულმა შემთხვევამ საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში მწვავე რეაქციები გამოიწვია. ბოლო დროს ისედაც გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების ფონზე, მოქალაქეები ხელისუფლებისგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულ კონტროლს და სანქციების გაზრდას მოითხოვდნენ. ავარიაში ბრალდებული მძღოლის დასჯის მოთხოვნით, კანცელარიასთან აქციაც გაიმართა.

რუსთაველზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბევრი მოსაზრება დაიწერა. რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელი პირდაპირ ასახელებდა "მერსედესის ML"-ის მარკის ავტომობილის მძღოლის ვინაობას, რომელიც თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და სწორედ მან გამოიწვია ავარია. გამოითქვა მოსაზრებები, რომ დამნაშავეს ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ