რა ხდება თამარ მეფის გამზირზე - პოლიციამ "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები დააკავა

რა ხდება თამარ მეფის გამზირზე - პოლიციამ "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები დააკავა

პოლიციამ "ბავშვთა სამყაროში" მომუშავე რამდენიმე მოვაჭრე დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოვაჭრეებს თამარ მეფის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი.

აღნიშნულის გამო ადგილზე სამართალდამცავებსა და მოვაჭრეებს შორის ამ დროისთვის შეხლა-შემოხლაა. პოლიცია გზის გახსნას ძალის გამოყენებით ცდილობს.

დაპირისპირებისას ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. მას ექიმების დახმარება დასჭირდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ