კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:01 / 03-02-2017
"მეგობრის ქორწილში მოტყუებით მოგვაწევინეს" - რას ჰყვებიან მაშველები, რომლებიც მარიხუანას გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, სამაშველო სამსახურის 4 თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული 4 პირი სამსახურიდან დათხოვნილია შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე.

"2017 წლის 3 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ოთხივე პირი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და სახდელის სახით თითოს 500-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. 45-ე მუხლი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას", - აცხადებენ შსს-ში.
მაშველები: იოსებ ძინძიბაძე, ნური ბარამიძე, ირაკლი ბერიძე, რომან ასანიძე აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს თანამშრომლის ქორწილში იახტის მფლობელმა ედიშერ დევაძემ მათ მოტყუებით მარიხუანა მოაწევინა.

"
25 დეკემბერს მოტყუებით მარიხუანა მოგვაწევინეს. გენერალურმა ინსპექციამ შემოწმებაზე გადაგვიყვანა, ჩავაბარეთ ანალიზები და მარიხუანას მიღება აღმოგვაჩნდა. ჩვენ ვაპროტესტებთ ამას, რადგანაც მარიხუანას მწეველები არ ვართ. მაშველები ვართ და ვემსახურებით საქართველოს. მოვითხოვთ სასამართლო კანონიერად წარიმართოს",- განაცხადა რომან ასანიძემ.

მათ უფლებებს სასამართლოში ადვოკატი დავით ჯაფარიძე იცავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის პროკურატურა საკითხის მოკვლევას აჭიანურებს.

"ედიშერ დევაძემ, რომელიც წარსულში თაღლითობისთვის არის ნასამართლევი, მოტყუებით მარიხუანას შერეული სიგარეტი მოაწევინა სამაშველო სამსახურის ოთხ თანამშრომელს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს სააპელაციო განხილვები, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ისინი სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა. საუბარია, განყოფილების უფროსზე, გემ წაყვანზე და სხვა თანამშრომლებზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ აჭარის პროკურატურას მივმართეთ, სადაც ჭიანურდება გამოძიება და აგრეთვე, ჯერჯერობით არ დაწყებულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომები. ამ ოთხ თანამშრომელს მთელი კოლექტივი სოლიდარობას უცხადებს. თუ არ დააბრუნებენ გათავისუფლებულებს, მოსალოდნელია გაფიცვებიც", - აცხადებს დავით ჯაფარიძე.
14:48 / 04-02-2017
მსქროლავი ტროლი
0
მადლობა, ამბები, რომ ზრუნავთ ჩემზე და დუბლიორი მიშოვეთ....
12:18 / 04-02-2017
iuriburi
0
რატომ ვართ 2 უკიდურესობაში?

რატომ ვართ საზოგადოების დიდი ნაწილი მუდამ გაუგებრობაში? ე.წ. გირჩის კამპანია საარჩევნო პროვოკაცია იყო, მათ ეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის ხმების მისაღებად გააკეთეს! რაც შეეხება ზოგადად მარიხუანას? ნარკოტიკების კატეგორიაში გადის ნატურალური თამბაქოც ( არა ქიმიური ნიკოტინით დამუშავებული იაფიანი სიგარეტები). კერძოდ, სიძლიერის მიხედვით მარიხუანა მ-4 კატეგორიის ნარკოტიკია, ხოლო ნამდვილი თამბაქო კი მე-5 ადგილზეა! ეხლა რაც შეეხება მაშველების საქმეს, იმ ვიღაც ნაძირალა დევაძემ ვინც შეცდომაში შეიყვანა მაშველები, შეასრულა მექრთამე პოლიციელის დავალება, თვითონაც ალბათ აგენტია! კომენტარის ავტორი "მქროლავი ტოროლაც" აგენტია ცუდი გაგებით!!! ყველაზე დიდი უბედურება ამ ქვეყანაში, მაინც დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა გახლავთ!!!
მსგავსი სიახლეები
პოლონეთში სამედიცინო მიზნით მარიხუანას გაყიდვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა
კალიფორნიაში ამ დროისთვის ხანძრის 22 კერა მძვინვარებს
"ნარკოტიკების შემოსატანად რამდენიმე გზა არსებობს - აზერბაიჯანის საზღვარი, ოკუპირებული ტერიტორიები, ევროპა და ინტერნეტი"
+VIDEO: ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, დაემორჩილეთ მაშველთა მითითებებს
ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე ვრცელდება
კალიფორნიაში მარიხუანას შემცველი ღვინო დაამზადეს
შსს მიმართავს ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:19 / 22-11-2017  Image "სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ" - სუს-ის უფროსი განმარტავს, რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი
"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
22:43 / 22-11-2017  Image გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
"არ მოსულა სახალხო ღლიცინი მაშინ, როცა შენს ქალაქში ტერორისტები ისვრიან!"
20:26 / 22-11-2017  Image ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას
18:23 / 22-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
13:37 / 22-11-2017  Image 48 წლის ვიქტორია გვიმხელს, თუ როგორ შეიძლება ყველა ქართველმა ისწავლოს ინგლისური ძალისხმევის გარეშე!
გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისური სწრაფად და მარტივად
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49