კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:02 / 03-02-2017
რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც მართავდა "მერსედესის" მარკის ავტომობილს, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, მის წინ თანმხვედრად მიმავალ ავტომობილზე გასწრების მიზნით გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში, სადაც შეეჯახა "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა ნუგზარ ხაჯალია და "მერსედესის" მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა მექი დანელია.

ავტოავარიის შედეგად ავტომობილ "ოპელის" მგზავრი სოფიო ბერიძე მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრმა მურმან ფალიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მექი დანელიამ და ნუგზარ ხაჯალიამ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნული და ჩატარებული იქნა სასაქონლო, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები. მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა.

"სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო
შემთხვევა გამოწვეული იყო გიორგი ჯაფარიძის მიერ "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. 2017 წლის პირველ თებერვალს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა გიორგი ჯაფარიძის დაკავების შუამდგომლობით, რაც სასამართლოს მიერ 2 თებერვალს დაკმაყოფილდა. 3 თებერვალს გიორგი ჯაფარიძე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
15:56 / 04-02-2017
bebero
0
რატომ არ ამკაცრებენ კანონს? საქართველოში არის 1.5 მილლიონი ავტომობილი, 3.5 მილიონიან ერში. თითო ოჯახში მინიმუმ ერთი ავტომობილია.

გრუზინების 99% კანონს არღვევს(გაუნათლებლობის და შეუგნებლობის ბრალია). ესენი ყველა რომ დასაჯონ, ეს ფული დაგრუზული გრუზინის ხმა კი არ დაიკარგება, არამედ მთელი ოჯახის. ჩვენ ხომ ყოველთვის მართლები ვართ?!!. მივა სახლში დაგრუზული დიდი ჯარიმით და ეს დააწვება ისედაც ღატაკ ოჯახს და ეს ოჯახი დაიგრუზება მთავრობაზე მერე და ეს აისახება არჩევნებზე.

ამას ქვია დათური სამსახური და პოპულიზმი მთავრობის მხდრიდან. ჩვენ გვინდა ისეთი მთავრობა რომელიც რაც არ უნდა მტკინვეული იყოს რეფორმა, მას გაატარებს და არ გაცვლის "კარგს" "ცუდში" ხმების გამო.

ამიტაომა გვაბოლებენ გამოცდები გამკაცრდება, ეს იქნება ის იქნება, რომ ცოტა დაგაწყნარონ, რეალურად ამას არ იზამენ.
15:24 / 04-02-2017
მელ
0
რა არის ოთხიდან შვიდი წელი ადამიანი მოკლა.
მსგავსი სიახლეები
თვითმხილველმა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებიც მოგვაწოდა
"შოთა ლაშაური ჩემი უბნელი იყო, მაგრამ ისეთი წესიერი ადამიანი გახლდათ, უბანში არასოდეს მინახავს"
კვადროციკლი ამობრუნდა, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა
"დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენჟ
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინციდენტის ადგილზე მაშველები და ექიმები არიან მობილიზებულნი
+VIDEO შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ახალგაზრდა მამაკაცს კუთვნილი ავტომობილი ავტობანზე ავარიულ ზოლში ჰყავდა გადაყვანილი, როდესაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49