კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:50 / 04-02-2017
რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოში განმარტავენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის ბრალდებულ გიორგი ჯ.-ს პატიმრობა შეუფარდა.

"წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი ჯ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმე ეხება, 2017 წლის 24 იანვარს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი. სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადასული შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა სამი მგზავრი.

სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბრალდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება კანონის მოთხოვნებისა და შეზღუდვებისადმი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში", - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 23 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა
როდის დასრულდება გზებზე შექმნილი უმძიმესი ვითარება, რაც ლამის მართლაც ერის გენოციდად იქცეს?!
"ეს გოგონა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი, თქვენი, ნებისმიერი ჩვენგანის შვილი, და, ნათესავი ან უბრალოდ ნაცნობი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:54 / 25-03-2017  Image დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა"
15:40 / 25-03-2017  Image ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემთხვევა გუშინ მოხდა
22:05 / 25-03-2017  Image "ნებულა:სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მოამზადებაში უფასოდ დაეხმარება
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება
18:39 / 23-03-2017  Image "ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი
ქართველი სამხედროს ჩანაწერები ერაყის სამშვიდობო მისიიდან
10:03 / 25-03-2017  Image "მძღოლმა თბილისამდე წაყვანა შემოგვთავაზა... არ ეტყობოდა რომ ნასვამი იყო" - მეგობრების ავტოსტოპი, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა
მძღოლს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვეს და ჯარიმა დააკისრეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49