ბათუმში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

ბათუმში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

ბათუმში, გვიან ღამით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ადგილზე მისულ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს და დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ