კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:58 / 06-02-2017
საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური ორგანიზაციების სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო რელიგიური ორგანიზაციების - სსიპ "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის", სსიპ "საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის", სსიპ "სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს", სსიპ "დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის საქართველოში" და სსიპ "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის" კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან იმ წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს.

"დავის საგანი: "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - "საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.
You must have Flash Player installed in order to see this player.
19:10 / 06-02-2017
რლიგიური ორგანიზაცია და კანტორა არ გამიგია მე... ეგენი არიან სექტები და დროა, საქართველოში სექტანტობა დასჯადი გახდეს აიმ მთავარი სექტის თამადობით....
მსქროლავი ტროლი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:54 / 25-03-2017  Image დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა"
15:40 / 25-03-2017  Image ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემთხვევა გუშინ მოხდა
22:05 / 25-03-2017  Image "ნებულა:სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მოამზადებაში უფასოდ დაეხმარება
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება
18:39 / 23-03-2017  Image "ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი
ქართველი სამხედროს ჩანაწერები ერაყის სამშვიდობო მისიიდან
10:03 / 25-03-2017  Image "მძღოლმა თბილისამდე წაყვანა შემოგვთავაზა... არ ეტყობოდა რომ ნასვამი იყო" - მეგობრების ავტოსტოპი, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა
მძღოლს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვეს და ჯარიმა დააკისრეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49