საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური ორგანიზაციების სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური ორგანიზაციების სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო რელიგიური ორგანიზაციების - სსიპ "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის", სსიპ "საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის", სსიპ "სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს", სსიპ "დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის საქართველოში" და სსიპ "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის" კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან იმ წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს.

"დავის საგანი: "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - "საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ