რუსთავში, მე-14 მ/რ-ის #39-ე საცხოვრებელ კორპუსში, ცოტა ხნის წინ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. წინასწარი ინფორმაციით სახლში 11 წლის ბიჭი მამასთან ერთად იმყოფებოდა. მეზობლების განცხადებით, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.