ჩარგალში ბრაკონიერებს დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ - დაკავებულია მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი

ჩარგალში ბრაკონიერებს დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ - დაკავებულია მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ, ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

"ამჯერად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

შედგა შესაბამისი ოქმი. გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

54 წლის მამაკაცი, რომელიც "ფეისბუქზე" შვილის სახელით დარეგისტრირდა და 12 წლის გოგონას გარყვნილ შეტყობინებებს უგზავნიდა, დააკავეს

დააკავეს 40 წლის ქალი, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალშობილი ჩვილი პარკში გახვეული მიატოვა

"ბავშვთა პორნოგრაფიის"’ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლით, საქართველოს მოქალაქეებს კი 19-19 წლით პატიმრობა მიესაჯათ