თელავში დაკარგული მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

თელავში დაკარგული მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

თელავში დაკარგული 57 წლის მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, დავით ხოკერაშვილის კვალს თელავის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მიაგნეს. ცხედრის პოვნამდე იპოვეს ის ღორიც, რომლის საძებნელადაც დავით ხოკერაშვილი ტყეში წავიდა.

"დათო გარდაცვლილი ნახეს ტურბაზის ტყეში, საიდანაც გზა ჯვარპატიოსნის ტაძრისკენ მიდის. თავის ქვეშ საკუთარი სამხედრო ქურთუკი ჰქონდა ამოდებული", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ ვეფხო ხოკერაშვილმა.

დავით ხოკერაშვილი ქალაქ თელავში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 25 იანვარს დაკარგული ღორის საძებნელად სახლიდან ცივის მთის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია და მონადირეთა 15-კაციანი ჯგუფი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ