ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
23:23 / 07-02-2017
ნიკა გვარამია - ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში ინახება
ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში ინახება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "არჩევანში" საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა მას ფარული ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. გვარამიას თქმით, მზადაა პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ გადაიტანა ნაცვლიშვილმა ე.წ. "ზეტ" მასალები ერევანში.

"როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვა მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ფარული უკანონო ჩანაწერებით, ე.წ ძ მასალებით. ძალოვანი ორგანოს თანამშრომლებმა იციან, ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს მასალებს, რომელიც უკანონო მოსმენებია და გასაიდუმლოებულად ინახება.

მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლ
არი.

მე ვუთხარი, რომ ჩემს ინტერესში არ შედის, თუმცა, როგორც მედიის ინტერესში, ეს შედიოდა, მაგრამ არ მქონდა ფული. მან მთხოვა, რომ დამეკავშირებინა კიევში მყოფ "ნაციონალების" ლიდერებთან და ერთ-ერთი იყო დავით საყვარელიძე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა მათ ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. როგორც დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ეს შეთავაზება ლაშა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა მისი და მისი მეგობრის მისამართით, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს "გარიგება" არ შედგა.
14:29 / 09-02-2017
Shizofrenia mravalgvaria ...
0
რატომაა ეს არსება ყოველ გამოსვლაზე ბოღმითა და ზიზღით სავსე სახით და მეტყველებით?
თითქოს ყელში ან სხვაგან რამე გაეჩხირაო, ან ბელადმა დაფინანსება შეუწყვიტაო
10:46 / 08-02-2017
nn
0
საცოდავებო, ყველანი მეცოდებით, როგორ ცდილობთ ზყაპრებით გაიხანგრძლივოთ თქვენი უკანონო მდგომარეობა.
ყველაფრის ღირსია ეს მთავრობა, ამათმა კოჰაბიტაციამ, თორემ გვარამიაც ციხეში უნდა იყოს, საყვარელიძეც, სააკაშვილიც, ნაცვლიშვილიც და კიდევ ბევრი სხვა...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:31 / 27-06-2017  Image გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა
ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ მათ იმედი აქვთ ბრალდებული მის უდანაშაულობას დაადასტურებს
16:22 / 27-06-2017  Image სათვალის საერთაშორისო დღე და 2017 წლის მოდური სათვალეები
სათვალის მოყვარულებო, შეგიძლიათ, იზეიმოთ! დღეს თქვენი დღეა!
18:47 / 27-06-2017  Image "ყველა ელოდება თითქოს ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში" - რატომ დაბრუნდა ნუკი კოშკელიშვილი თბილისში
"დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას საქართველოში"
19:22 / 27-06-2017  Image "თუ ოდესმე ვინმე ამ ნაწერის კითხვას შეუდგება..." - 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული მარიამ ქუთელიას ემოციური ჩანაწერები
"არ მახსოვს, როდის დავხუჭე თვალები და ორივე ხელისგულით როგორ დავიგმანე ყურები"
12:55 / 04-12-2015  Image მოდელების ფასები 2000 ევროს აღწევს - ესტონელმა დიზაინერმა საბჭოთა პლედებს ორიგინალური გამოყენება მოუძებნა
+PHOTO| ესტონელმა დიზაინერმა მარიტ ილისონმა ძველი საბჭოთა პლედებისგან
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49