ნიკა გვარამია - ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში ინახება

ნიკა გვარამია - ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში ინახება

ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში ინახება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "არჩევანში" საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა მას ფარული ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. გვარამიას თქმით, მზადაა პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ გადაიტანა ნაცვლიშვილმა ე.წ. "ზეტ" მასალები ერევანში.

"როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვა მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ფარული უკანონო ჩანაწერებით, ე.წ ძ მასალებით. ძალოვანი ორგანოს თანამშრომლებმა იციან, ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს მასალებს, რომელიც უკანონო მოსმენებია და გასაიდუმლოებულად ინახება.

მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი.

მე ვუთხარი, რომ ჩემს ინტერესში არ შედის, თუმცა, როგორც მედიის ინტერესში, ეს შედიოდა, მაგრამ არ მქონდა ფული. მან მთხოვა, რომ დამეკავშირებინა კიევში მყოფ "ნაციონალების" ლიდერებთან და ერთ-ერთი იყო დავით საყვარელიძე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა მათ ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. როგორც დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ეს შეთავაზება ლაშა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა მისი და მისი მეგობრის მისამართით, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს "გარიგება" არ შედგა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ