კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
23:27 / 07-02-2017
დავით საყვარელიძე - ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა
მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ეს შეთავაზება ლაშა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა მისი და მისი მეგობრის მისამართით, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს "გარიგება" არ შედგა.

"ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც არ ფხიზლდებოდა უშიშროების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და საკუთარ ოთახში იკეთებდა წამალს, ერთი წელიც კი ვერ გასტანა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ. ასევე, კორუფციაზე და მექრთამეობაზე გააგდეს იქიდან. არ ვაპირებდი ამ ნაძირალაზე საუბარს, მაგის ვენებს და ტვინს აღარაფერი ეშველება და სჯობს ტვინი მაინც გამოირეცხოს.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული იყო სამსახურიდან და განაწყენებული რეჟიმზე და რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა. მე როგორც მახსოვს, მან მოასმენინა ჩანაწერი ჩემს მეგობარს. რამდენადაც ჩვენ მილიონები არ გვქონდა, ვერ ვიყიდეთ.

ნარკომანი ნაცვლიშვილი, ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, ბესელიები და ხაინდრავები მართავენ დღეს პროკურატურას და იმ ინსტიტუტებს, რომელიც ჩვენ რუდუნებით ვაშენეთ", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძემ პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზეა ორგანიზებული დანაშაული უსინდისობასთან ერთად. "ეს არის სისხლის სამართლის მასალების ფაბრიკაცია და ამაში, სამწუხაროდ, მონაწილეობს დღეს პროკურატურა, სუსი, შუშის სასახლე ივანიშვილის მეთაურობით და ამით "რუსთავი 2"-ის გადანაცვლება სურთ შუშის სასახლეში", -განაცხადა საყვარელიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა -
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინება დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს ეს-ემ-ეს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
13:41 / 08-02-2017
რუსთავი2 ინფორმაციით ყველაზე დიდი გახმაურებული ხანძარი 2012წლის ნოემბრიდან დაიწყო. ეს ხომ არ ნიშნავს ნაცების შურისძიებას ხალხზე
kaxa
13:23 / 08-02-2017
რამოდენიმე მილიონს კი არა, რამოდენიმე მილიარდსაც ულაპარაკოდ გადაიხდიდით ესეთი რამ, რომ შემოეთავაზებინა ვინმეს თქვენთვის, პატივცემულო "ნაცებო"!!! ეს "რიჟა" ბაზარი ერთმანეთს დააჯერეთ. ამ ბოდვებმა ბოლომდე გაგყიდათ. უკვე ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ის რასაც უკრაინული საიტები გიქვეყნებენ, ნაღდია. იქაც ყელში ამოუხვედით უკვე, თქვენს "მეგობრებს"...
tngh
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 23-04-2017  Image "იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა" - ვინ არიან ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიაში დაღუპულები
"სრულიად გოგმაჩაძეების გვარს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას"
20:54 / 23-04-2017  Image თემქაზე მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
+VIDEO| თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა
23:16 / 23-04-2017  Image საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია
პირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში
14:44 / 23-04-2017  Image რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ
მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტი ვერ გადაარჩინეს
21:31 / 23-04-2017  Image ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოაგდო - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49