"ომარს დედის ტოლ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა..." - მაგდა პაპიძის პირველი ინტერვიუ ციხიდან

"ომარს დედის ტოლ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა..." - მაგდა პაპიძის პირველი ინტერვიუ ციხიდან

ქმრისა და შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე ციხიდან პირველ კომენტარს აკეთებს. "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" სატელეფონო ჩართვისას პაპიძემ ტრაგედიის დღე გაიხსენა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა. 

"დარეჯან მინდიკაური უნდა ყოფილიყო ჩემი ოქროს მოწმე, რადგან იმ დღეს ერთად ვიყავით. თუმცა ამ ქალმა შუბლზე ბინძური ნაჭერი წაიკრა და ის მოგეწონათ თქვენ, დაზარალებულის მდგომარეობაში. რადგან მაგდა პროცესებზე მოდიოდა მოწესრიგებული და მორალურად ძლიერი, ესე იგი დამნაშავე იყო..." - განაცხადა პაპიძემ.

შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებული ოთო ბერძენიშილთან ურთიერთობაზეც საუბრობს.

"ბერძენიშვილთან არ მქონდა იმ ტიპის ინტიმური ურთიერთობა, რომ მომავალი დამეგეგმა. არ ვიცი სტატისტიკა რას აჩვენებს - ქალები შვილებს ხოცავენ მამაკაცების გამო? ... ჩვენ ინდივიდები ვართ, მე მაგდა პაპიძე ვარ. მე ჩემი შვილი ჩემს მკერდზე გავზარდე. ოთო კი არა, ღმერთი ვერ ჩამინაცვლებდა  ქმარ-შვილის სიყვარულს" - დასძინა პაპიძემ.

როგორც მსჯავრდებული ამბობს, ქმარ-შვილის მკვლელობის ორ ვერსიას განიხილავს.

"მე ორი ვერსია მაქვს: ომარის ურთიერთობა ჰქონდა ერთ ქალთან. ეს ქალი ლამის მისი დედის ტოლი იყო. მე არ ვამბობ, რომ მისი საყვარელი იყო, მაგრამ ომარი არ ამბობდა ამ ქალთან რა ურთიერთობა ქონდა.

მეორე: მე ნანახი მაქვს სადარბაზოში წითელი თმა და სწორედ ამ ქალს ჰქონდა წითელი თმა. მე მაინტერესებს, რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა ომარის ნაქირავები  ბინებით, რომელსაც ქირაობდა ერთი დღით", - განაცხადა პაპიძემ.

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებელი საქმეზე პროცესები 2016 წელს მიმდინარეობდა და მას საზოგადოების დიდი ნაწილი განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალყურს. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხლავდნენ. მათ პაპიძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, მკვლელობა დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე 2015 წლის დეკემბერში მოხდა. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მაგდა პაპიძე მკვლელობის დღესვე დააკავეს.

წაიკითხეთ: "მითხრა: თუ გამომასვენეს აქედან, იცოდე თავი არ მომიკლავსო..." - რას ამბობს მაგდა პაპიძის მდგომარეობაზე მსჯავრდებულის და

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ