კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:22 / 11-02-2017
ქეთევან ციხელაშვილი დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას მეუღლეს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას მეუღლეს, ლალი ბასარიას შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით,
სახელმწიფო მინისტრმა ლალი ბასარიას ინფორმაცია მიაწოდა, რომ მისი მეუღლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული "ცხელი ხაზი".

"მიღებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლუკავას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეს ინფორმაცია მივაწოდე მის მეუღლეს. ლალი ბასარიას ასევე პირადად ვაცნობე, რომ სახელმწიფო, ჩვენი აპარატი, პირადად მე და ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურ ძალისხმევას
ვახორციელებთ გიორგი ლუკავას უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულია ყველა ჩვენი პარტნიორი, რომ მოვახდინოთ ყურადღებისა და მხარდაჭერის მაქსიმალური მობილიზება. გიორგი ლუკავას გათავისუფლება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია და ვაგრძელებთ ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას" , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან ლალი ბასარიას სთხოვა, შეწყვიტოს შიმშილობა, რამდენადაც სახელმწიფო ამ აქციის გარეშეც მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს მისი მეუღლის გასათავისუფლებლად.

ლალი ბასარია, მეუღლის, დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოთხოვნით, მეოთხე დღეა შიმშილობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49