ქეთევან ციხელაშვილი დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას მეუღლეს შეხვდა

ქეთევან ციხელაშვილი დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას მეუღლეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას მეუღლეს, ლალი ბასარიას შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით,

სახელმწიფო მინისტრმა ლალი ბასარიას ინფორმაცია მიაწოდა, რომ მისი მეუღლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული "ცხელი ხაზი".

"მიღებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლუკავას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეს ინფორმაცია მივაწოდე მის მეუღლეს. ლალი ბასარიას ასევე პირადად ვაცნობე, რომ სახელმწიფო, ჩვენი აპარატი, პირადად მე და ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ გიორგი ლუკავას უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულია ყველა ჩვენი პარტნიორი, რომ მოვახდინოთ ყურადღებისა და მხარდაჭერის მაქსიმალური მობილიზება. გიორგი ლუკავას გათავისუფლება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია და ვაგრძელებთ ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას" , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან ლალი ბასარიას სთხოვა, შეწყვიტოს შიმშილობა, რამდენადაც სახელმწიფო ამ აქციის გარეშეც მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს მისი მეუღლის გასათავისუფლებლად.

ლალი ბასარია, მეუღლის, დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოთხოვნით, მეოთხე დღეა შიმშილობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ