ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:21 / 12-02-2017
პატიმრებს რადიომიმღებისა და ტელევიზორის ამანათით მიღება აღარ შეეძლებათ
პატიმრებისთვის რადიომიმღებისა და ტელევიზორის ამანათის სახით გაგზავნა აღარ იქნება შესაძლებელი. მათ აღნიშნული ტექნიკის შეძენა საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მოუწევთ.

ამას ”პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.

”პატიმრობის კოდექსის” არსებული რეგულაციის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა სამარტოო საკანში მოთავსებული პირისა, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით, რადიოტრანსლაციის მოსმენის და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება. მას შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, რომელიც შეუძლია შეიძინოს საკუთრი ხარჯით ან მიიღოს ამანათით.

როგორც ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, ”პრობლემური იყო ტელევიზორისა და რადიომიმღების სრულფასოვნად შემოწმება იმგვარად, რომ ერთის მხრივ, არ დაზიანებულიყო ტექნიკა და მეორეს მხრივ, აღკვეთილიყო დაწესებულებაში კანონით აკრძალული, არანებადართული ნივთის მოხვედრა”. სამინისტროს განცხადებით, არსებული პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ტელევიზორი და რადიომიმღები გამოყენებული ყოფილა აკრძალული ნივთების დაწესებულებაში მოხვედრის საშუალებად.

პარლამენტისთვის შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს ენიჭებათ უფლება, ყოველგვარი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნებართვის გარეშე შეიძინონ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ ამით დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე არ ირღვევა. გარდა ამისა, პატიმრობის დაწესებულებაში, ასევე განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით შეიძლება მიეცეს პირადი ტელევიზორის და რადიომიმღების შეძენის შესაძლებლობა.

პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტით რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენა პატიმარს საკუთარი ხარჯით, მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეეძლება.

როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მაღაზია პასუხისმგებელია მიმწოდებლისგან ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის აღნიშნული ტექნიკის შეფუთულ მდგომარეობაში მიწოდებაზე. ამასთან, მაღაზიასთან დადებული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია, მაღაზიაში პროდუქციის გასაყიდი ფასის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით
ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება
კონსტიტუციის გათვალისწინებით, პატიმრების შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა
გაფიცვის დაწყების შემდეგ ფლორიდას შტატის ორ ციხეში არეულობა მოხდა
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამამ სტარტი 2013 წელს აიღო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაღს შეხვდა
"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:21 / 23-06-2017  Image რუსთაველის გამზირზე ავტომობილი ამობრუნდა
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა
21:14 / 23-06-2017  Image შსს ადასტურებს, რომ დათო როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრაგირების დროს გაიქცა
პოლიციის 3 თანამშრომელის მიმართ პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
09:50 / 24-06-2017  Image ვინ იყვნენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი - მათ შესახებ ბევრს არ სმენია
პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ კი­დევ ორ ქალს წარმო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ქვეყ­ნის ბედ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ
13:42 / 23-06-2017  Image "კანიბალების საქმის" ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ: ბექა შენგელიას უვადო, მარიამ ყოჩიაშვილს - 20 წელი
ადვოკატის თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში
20:01 / 23-06-2017  Image სკანდალი "X ფაქტორის" ირგვლივ - სოფო საჟონიანის გამო ლელა წურწუმიამ და სტეფანემ იჩხუბეს?
"მე და ლელა, მართლა წამოვედით ადრე"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49