საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია - ანზორ ჩუბინიძის კომენტარი

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია - ანზორ ჩუბინიძის კომენტარი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია.

ამის შესახებ სდსს-ს უფროსმა ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა, სადაც პატრიარქის უსაფრთხოებას პირადად იცავს.

როგორც ჩუბინიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია.

”სხვა დეტალებზე ამასთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ და უმჯობესია ამაზე შესაბამისმა უწყებებმა გააკეთონ განცხადება”, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს. მამა გიორგი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. როგორც ”რუსთავი 2” იუწყება, საქმეზე ასევე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ