კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:07 / 13-02-2017
მამა გიორგი მამალაძეს ბარგის ჩხრეკისას "ციანიდი" აღმოაჩნდა - პროკურატურა სკანდალური საქმის დეტალებზე
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამართა.

იხილეთ ვიდეო

შოთაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად
იყო შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - "ნატრიუმის ციანიდი".

წაიკითხეთ ვრცლად პროკურატურის განცხადება
12:48 / 14-02-2017
:))
0
როცა რაღაცას საკუთარი თვალით არ გაქ ნანახი ძნელია დაჯერება. თუმცა ეს ყველაფერი ძაან გიჟობაა და შოუს ელემენტებს შეიცავს დადგმული შოუს, საბედნიეროდ გამოცდილებამ მოიტანა და ყველაფერს ეგრევე არ ვიჯერებ რასაც გამოაცხადებენ
10:50 / 14-02-2017
ირაკლი
0
კალიუმის ციანიდით მოწამვლას ვერ დამალავ, ე.ი. აფიშირება გინდა შენი დანაშაულის, მითუმეტეს, სხვა საწამლავებზეც თუ გაქვს წვდომა. ასე მოიქცა ერთი სახელმწიფოს მეთაური, როცა გაქცეული საგანგებოდ დასაჯა ათმილიონიანი ჩაით-ყველასთვის ჭკუის სასწავლად. თუ პროკურატურა(ანუ მთავრობა) არ ტყუის, დეკანოზის საქციელში იმდენი ალოგიკურობაა, ალბათ ფსიქიატრების შესასწავლი უნდა გახდეს მისი საქციელი. არადა, აშკარად ნორმალური უნდა იყოს-თანამშრომელ ექიმებს არ გამოეპარებოდათ რამე გადახრა.
ანუ, მთავრობა ტყუის, თან რა საზიზღრად. ახია ჩვენზე...
მსგავსი სიახლეები
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
70 წლის იაპონელ მილიონერს ცისაკო კაკეჰის სამი ქმრის მკვლელობაში ედება ბრალი.
უწმინდესი აბიტურიენტებს სამების საკათადრო ტაძარში, წირვის შემდეგ დალოცავს
ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს
"კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა
უწმინდესისა და დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრისას საუბარი შეეხო საპატრიარქოს
"იქნებ მოინახულოთ მამაო. იქნებ რა აქვს სათქმელი, იქნებ ძალიან ბევრი რამ უნდა გითხრათ თქვენ
მისივე განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებების კონტექსტში საუბარი შეეხო საკონსტიტუციო მონარქიის იდეის საკითხსაც
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49