სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასულიერო პირის დაკავების საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურ კომუნიკაციაშია პროკურატურასთან.

"შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ