პარლამენტის თავმჯდომარე "ძალიან მძიმე დანაშაულის" გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდის

პარლამენტის თავმჯდომარე "ძალიან მძიმე დანაშაულის" გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდის

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ძალიან მძიმე დანაშაულის" გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდის.

პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ბოლომდე მივა.

"მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან მძიმე დანაშაულის გახსნისთვის. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ბოლომდე მივა გამოძიება და საბოლოოდ გაიხსნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

"ძალიან კარგია, რომ წარმატებით ჩაიაარა ოპერაციამ. მინდა პატრიარქს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ