"არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის კომენტარი

"არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის კომენტარი

გულდასაწყვეტია, რომ პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, მას პროკურატურამ ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინა, რის გამოც საქმის შინაარსობრივ დეტალებზე ვერ საუბრობს. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ხელწერილის გაუქმების მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად ხვალ მიმართავს, რათა საზოგადოებისთვის, დაკავებული სასულიერო პირის პოზიციაც გახდეს ცნობილი.

"აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებობას ვერ დავარღვევ. გულდასაწყვეტია, რომ პროკურატურისაგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს მეშვეობით ჩვენს სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას მივმართავ თხოვნით, ვინაიდან საზოგადოება არ იყოს ცალმხრივად ინფორმირებული და არ მოხდეს საზოგადოებისთვის ერთი მხარის პოზიციის დაჯერება", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულიამ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ