ვაგზლის მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა ბიჭს ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.