დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - ვინც გიორგის იცნობს, ამ ამბავს არავინ დაიჯერებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - ვინც გიორგის იცნობს, ამ ამბავს არავინ დაიჯერებს

ვფიქრობ, ეს არის გაურკვევლობა, შოკში ვარ, მოულოდნელი იყო, ოჯახის წევრებს საუბარიც კი გვიჭირს ამაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, მალხაზ მამალაძემ განუცხადა.

მალხაზ მამალაძის თქმით, ოჯახი ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

"ვინც გიორგის იცნობს, ამ ამბავს არავინ დაიჯერებს. ამ ეტაპზე იმდენად დაბნეულები ვართ, არანაირი განცხადების გაკეთების თავი არ გვაქვს, ვერც კი ვსაუბრობთ", - აღნიშნა მალხაზ მამალაძემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ