მამა თეოდორე გიგნაძე - "პირველი რეაქცია იყო შოკი, ძალიან მძიმე მოსასმენია ის ყველაფერი"

მამა თეოდორე გიგნაძე - "პირველი რეაქცია იყო შოკი, ძალიან მძიმე მოსასმენია ის ყველაფერი"

პირველი რეაქცია იყო შოკი, ძალიან მძიმე მოსასმენია ის ყველაფერი, რაც მოხდა, - ამის შესახებ მამა თეოდორე გიგნაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი", დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების და მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, შოკს ბევრი რამე იწვევს, "მათ შორის ძალიან ხშირად ადამიანისთვის შოკის მომგვრელია ის, რომ ლოგიკას ვერ ხედავ, რაღაცას ვერ აკავშირებ".

"სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ამ შოკის იყოს ის, რომ ლოგიკური ბმები არ არის ამ ინფორმაციებში და კითხვის ნიშნები ჩნდება ძალიან ბევრი, ვერ ხსნი.

მაგალითად, რაში სჭირდება რომელიმე მღვდელს, ვინც არ უნდა იყოს, ასეთი საქციელის ჩადენა, მაღალი იერარქის მოწამვლა, როდესაც თუ ის ამას მარტო აკეთებს, იმიტომ, რომ რა ექნება მას საამისოდ? არაფერი. დაბალ იერარქიაში მყოფი ადამიანისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ზედა იერარქიაში ცვლილებები იმიტომ, რომ ეს მას არ ეხება. დეკანოზ გიორგი მამალაძეს თანამდებობა მაღალი აქვს (საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე), მაგრამ იერარქიულად ის მღვდელია. ამ სამსახურის ხელმძღვანელი ეპისკოპოსია. თუ რამე, ამ სამსახურიდან გამომდინარე ვინმე დარტყმის ქვეშ უნდა მოხვედრილიყო, ეს უნდა ყოფილიყო თვითონ სამსახურის ხელმძღვანელი. თუ მამა გიორგი ვიღაცისთვის საშიშია, მაშინ ეპისკოპოსიც საშიში უნდა იყოს, რომელიც ამ დროს გერმანიაში საერთოდ არ იყო. თუ მამა გიორგი მამალაძე მარტო მოქმედებს, მოტივი არ ჩანს", - განაცხადა მამა თეოდორე გიგანაძემ.

კითხვაზე, უშვებს თუ არა, რომ მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი მამალაძე, მამა თეოდორე გიგანაძემ აღნიშნა, რომ მაშინ "მთელი დანაშაულებრივი სისტემაა და და რაღაც შეთქმულების თეორიას ემსგავსება, რომელიც კიდევ დამატებით შოკის მომგვრელია".

"ამავე დროს არის ის ვერსიაც, რომ ეს ყველაფერი შეთითხნილია და ყველაფერს აბრალებენ, მაშინ ვინ აბრალებს, სახელმწიფო? რაში სჭირდება სახელმწიფოს ეს დღეს.

მე ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვყოფ, ჩემთვის უპირატესობა არც ერთს არ აქვს.

ასეთი ვერსიაც არსებობს, რომ ეს არის ტახტისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი. ესეც ძალიან ცუდი რამეა, მაგრამ რატომ გერმანიაში, როდესაც ეს ყველაფერი გაცილებით რთულია? ამბობენ, რომ მას მაღალი თანამდებობა აქვს და ყოველთვის აქვს მისასვლელი პატრიარქთან ან რომელიმე სასულიერო პირთან. ამის გაკეთება საპატრიარქოში უფრო შეიძლებოდა, ვიდრე საზღვარზე გადატანა, კლინიკაში შეღწევა. ეს კითხვის ნიშანს ბადებს", - განაცხადა მამა თეოდორე გიგანაძემ.

როდის დატოვებს ვანო მერაბიშვილი საპატიმროს - ყოფილ შს მინისტრს 7-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა

24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

"მარიხუანას აქტიური მომხმარებელია, ერთი თვის წინ კომაში იყო" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულზე, რომელმაც გურიაში 80 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა