კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:00 / 15-02-2017
ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა - რას აცხადებს ჟურნალისტი
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა. როგორც ირაკლი მამალაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა, მას გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"რას ნიშნავს მე ჩავწერე ვიდეომასალა, ვინ ამტკიცებს ამას, ძალიან მაინტერესებს. რა ვიდეომასალა ჩავწერე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში და გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს საზოგადოება გამოძიებიდან გაიგებს" , - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს.

"რუსთავი 2"-ის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაიწერა და შემდეგ პროკურატურას მიაწოდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს მასალა ამ ეტეპზე საგამოძიებო უწყების ერთადერთი მტკიცებულებაა.

"ჩვენ ვიცით, ვინ ჩაწერა ეს ფარული მასალა, რომელზეც საუბრობს პროკურატურა და რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მამა გიორგის წინააღმდეგ. ეს არის საყდრისის მცველი და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. წყაროს ცნობით, სწორედ მან ჩაწერა ეს ფარული ჩანაწერი. არ არის გვარების დამთხვევა, მას ნათესაური კავშირი აქვს თავად გიორგი მამალაძესთან", - განაცხადა გადაცემაში "არჩევანი" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ.
10:28 / 16-02-2017
უსახელოს: ზვიადს, მიშას და ბიძინას კი არ ვადარებ ერთმანეთს, იმას ვამბობ, რომ ერთ დონეზე დავრჩით ჩვენ. ანუ ჩვენ თავს ვადარებ ჩვენს თავს :)) ცოტა რთულია არა? შეურაცყოფას ნუ ვაყენებთ ერთმანეთს!
რაში არ მეთანხმებით თქვენ? განათლება რომ მთავარია?
naka-de
10:15 / 16-02-2017
უბედურების სათავე რ-2 კი არაა!!! სოლოლაკში მჯდარი არქიფოა,მისი მთავრობა და მათთან დაკავშირებული ქოც -მეზღაპრე კლავიატურის მლიქვნელები შენი ჩათვლითაც!!!ახლა პროკურატორა აცხადებს, რომ არ უთქვიათ რომ პატრიაქის ან ვინმე მაღალი ერარქის მოკვლა უნდოდათ თურმე(პატრიაქი მართლა არ უთქვამთ მაღალი ერარქი კი)რომ დამწკრივდნენ პრემიერის თამადობით და გვამცნეს ქვეყანა გადაარჩინეს უბედურებისგან თურმე,შენნაირებმაც მხარი რომ აუბით,თანაც კიევის ბილეთებიც უპოვეთ ჩხრეკისას მამალაძეს,ხმა გააქვთ ამოსაღები რამეზე???აი სად არის უბედურების სათავე უგუნურთა ბანდავ!!!
11-s
მსგავსი სიახლეები
"გვაქვს დოკუმენტაცია, რომ მამა გიორგი მამალძემ საქართველოში ვერ გაიკეთა ოპერაცია"
პროცესზე ბრალდების მხარემ დეკანოზის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვება მოითხოვა
"არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ მამალაძე გეგმავდა სხვა პირის მკვლელობასაც"
სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მეუფეებმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზეც იმსჯელეს
სავარაუდოდ, ისინი მეუფე დიმიტრის ხვდებიან
სახალხო დამცველისგან დეკანოზის მდგომარეობის მონიტორინგის წარმოება მოითხოვეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:54 / 23-04-2017  Image თემქაზე მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
+VIDEO| თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა
20:00 / 23-04-2017  Image საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
23:16 / 23-04-2017  Image საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია
პირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში
14:44 / 23-04-2017  Image რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ
მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტი ვერ გადაარჩინეს
21:31 / 23-04-2017  Image ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოაგდო - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49