ადვოკატის პირველი კომენტარი მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ

 ადვოკატის პირველი კომენტარი მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ

ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებები გააცნო.

როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებს ე. წ. მატროსოვის ციხეში, ბრალდებულის მონახულების შემდეგ განუცხადა, დეკანოზი ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს, რომ ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი, არის ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლია და არის უახლოესი მეგობარი.

"მე გავაცანი ირაკლი მამალაძის სატელევიზიო გამოვლა, ირაკლი მამალაძის სატელევიზიო გამოსვლაზე ამ ეტაპზე დამაბარა მხოლოდ ერთი ფრაზა: ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი, ის არის ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლია და ის არის ირაკლი მამალაძის უახლოესი მეგობარი", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის, საკითხს წარდგენილ ბრალდებაში იყო თუ არა საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, აღნიშნულზე ვერ ისაუბრებს და მთავარ პროკურატურას ამ პირობის გაუქმებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ამის გაუქმების შესახებ მთავარი პროკურორის სახელზე შეტანილი მაქვს განცხადება, რომ იქნებ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. იმედია, გაითვალისწინებენ ამ თხოვნას. სიამოვნებით ვისაუბრებდი ყველაფერზე ამ ბრალდების ირგვლივ, მათ შორის, საქმეში არსებულ მასალებზე, მოწმეებზე, თუმცა ეს ამ პირობის გამო არ შემიძლია", - განაცხადა ადვოკატმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ