კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:21 / 15-02-2017
100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაზე საპატიმრო სასჯელი გაუქმდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში მითითებული მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის, - ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ინფორმაციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იხელმძღვანელა ბექა წიქარიშვილის საქმეზე 2015 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით.

"N855 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებდა, რომ ხსენებულ სადავო ნორმას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით "საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი ჰქონდა და შესაბამისად მოითხოვდა მის ძალადაკარგულად ცნობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

N1/4/592 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენა-შენახვის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ მიიჩნია, ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის მისი გასაღების გარდაუვალ საფრთხეს.

N855 კონსტიტუციური წარდგინების განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით, 100 გრამი ნედლი მარიხუანის ეკვივალენტურ მასად მიჩნეულია 50 გრამი გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვა არ არის 70 გრამ გამომშრალ მარიხუანის შეძენასა და შენახვაზე მაღალი საფრთხის შემცველი. შესაბამისად, ვერც ის გამოდგება ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის გასაღების რეალურ საფრთხეებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე იქნა ცნობილი ძალადაკარგულად", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
11:33 / 16-02-2017
თითო შალანდა დაურიგეთ ვისაც ეპიტნავება და გაჩერდებიან
111
11:01 / 16-02-2017
გამსინჯველი გასინჯავდა უკვე
Achiko
მსგავსი სიახლეები
ყველა დიასახლისს მინიმუმ ერთხელ მაინც გამოუყენებია ე.წ. ალუმინის ფოლგა
კალიფორნიაში მარიხუანას შემცველი ღვინო დაამზადეს
შსს მიმართავს ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან
"გირჩის" წარმომადგენლის თქმით, პოლიციელები სასულიერო პირს "დამცინავად მოეპყრნენ"
ზურაბ ჯაფარიძემ მედიას ამ საკითხზე მათი პარლამენტისადმი მიმართვა გააცნო
ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს
დედამ გადაწყვიტა ამერიკაში წაეყვანა შვილი კანაფის ზეთით მკურნალობისთვის
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:02 / 23-03-2017  Image "არის ასეთი ქალაქი და ჰყავს ასეთი "მერი" - ხეების დასარგავად ამოთხრილი და ამოვსებული ორმოები თბილისის ერთ-ერთ ბაღში
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით 169-ე ბაღში კურიოზული ფაქტი მოხდა
16:55 / 23-03-2017  Image "მარიამს დედამისი არავის ატანდა, ხელს არ უშვებდა, ყველგან თან დაჰყავდა..." - რას ყვებიან აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიისას დაღუპული გოგონას ახლობლები
+VIDEO 11 წლის მარიამი, დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად, ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
20:53 / 22-03-2017  Image "იყიდება საეჭვო ხარისხის პროდუქცია, რომელზეც მომხმარებელმა არაფერი იცის" - წაიკითხეთ აუცილებლად, თუ ქათმის ხორცს ხშირად ყიდულობთ
"ზრდის ჰორმონი ონკოლოგიური დაავადებების სერიოზული სტიმულატორია"
14:56 / 23-03-2017  Image ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ
07:32 / 26-07-2016  Image ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა
+VIDEO| ვისი სიცოცხლეც ან ოჯახი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-03-23 19:23:05
ვერძიმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49