კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:09 / 16-02-2017
საპოლიციო კონტროლის უახლესი მონაცემები - სისხლის სამართლის 78 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1041 ფაქტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2017 წლის 14-15 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) - 23 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) - 1 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) - 8 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ყალბი ფულის დამზადება-გასაღების (სსკ-ს 212-ე მუხლი) - 1 ფაქტი; პოლიციამ 3 ძებნილი პირი დააკავა.

უწყების განმარტებით, დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1041 შემთხვევა, მათ შორის: წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 2 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 19 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) -
You must have Flash Player installed in order to see this player.
18 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) - 22 ფაქტი.

"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 17, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 36 პირი დააკავეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
11:02 / 16-02-2017
ჩემთვის ეს მონაცემები ზღაპრებია, თავიდან რომ მოვიდა ხელისუფლება, დანაშაული შემცირდაო, ჰოდა ამ დაფარვამ გააუარესა კრიმინალური ვითარება, სამი წლის წინ ჩემს მეუღლეს და უფროს ქალიშვილს თმები დააგლიჯეს, ლამის სკალპი ახადეს, ოცამდე მოწმე იყო, არავითარი შედეგი, დამნაშავე არც კი დაუკითხავთ, მალე ნახავთ შედეგებს.
jemali
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:54 / 25-03-2017  Image დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა"
15:40 / 25-03-2017  Image ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემთხვევა გუშინ მოხდა
22:05 / 25-03-2017  Image "ნებულა:სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მოამზადებაში უფასოდ დაეხმარება
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება
18:39 / 23-03-2017  Image "ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი
ქართველი სამხედროს ჩანაწერები ერაყის სამშვიდობო მისიიდან
10:03 / 25-03-2017  Image "მძღოლმა თბილისამდე წაყვანა შემოგვთავაზა... არ ეტყობოდა რომ ნასვამი იყო" - მეგობრების ავტოსტოპი, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა
მძღოლს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვეს და ჯარიმა დააკისრეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49