კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:24 / 16-02-2017
სროლა ვაკეში - ექიმის კომენტარი დაჭრილის მდომარეობაზე და ვითარება შემთხვევის ადგილზე
ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩის ნაწილი, სადაც წუხელ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, კვლავ გადაკეტილია. პერიმეტრი სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე კრიმინალისტები ისევ მუშაობენ, რის გამოც კონკრეტულ მონაკვეთზე მოქალაქეებისთვის გადაადგილება პოლიციას შეზღუდული აქვს.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით სროლის ხმა იყო. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, ავტომობილს კი ტყვიის კვალი აქვს.

დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია.

პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გვახარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე, ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.

"პაციენტი შემოვიდა კომბინირებული დაზიანებებით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით. იყო მარჯვენა ფილტვის მრავლობითი დაზიანება. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ასევე იყო მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თეძოს მიდამოებში, რომელიც მიემართებოდა ხერხემლისკენ და გაჩერებულია ხერხემლის სვეტთან. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება მძიმე", - აღნიშნა გიორგი გვახარიამ.

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. არაოფიციალური ცნობით, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.
ტეგები:
13:15 / 16-02-2017
41--ს
0
ჯერ ერთი ნამდვილ პატრიოტს ვინ მიუშვებს მთავრობაში, მარტო კოსტავას და შარაძის მაგალითიც კმარა, მეორეც ქვეყანაში უამრავი უცხო ქვეყნის აგენტია და და უამრავი თანხები იხარჯება რომ საქართველოს სასიკეთოდ ძვრები არ მოხდეს, ყველაზე მცირე რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის შემდეგი, გვარის გადაკეთება უნდა აიკრძალოს, ყველამ სამხედრო სამსახური უნდა მოიხადოს, დაფასდეს მშრომელი, ბიუჯეტის შემავსებელი ადამიანი, დაისაჯოს ყველა ის ყოფილი მთავრობის წარმომადგენელი ვინც ქვეყნის ბიუჯეტი შეჭამა, გაიწმინდოს სამართალ დამცავი ორგანოების რიგები, დასაქმდეს მიუკერძოებელი და საქმის მცოდნე ადამიანები, პრინციპი უნდა იყოს ასეთ, რა გავაკეთე ქვეყნისთვის რომ რამე მოვითხოვო! ჯემალი გორიდან.
12:41 / 16-02-2017
41
0
ბიზინა,მ ხეები ატრიოს აკეტ იკეტ და ზალიან არ აინტერესებდეს ეხლა ვინ ვის ცვიტავს, ეხლაიტვიტ ბიზინას რა ბრალიაო.რაც დგეს საკარველოჰი ხდება სცორედ რომ ბიზინას ბრალია რადგან მან ჰეკმნა ეს კაოსი რომელიც დგეს საკარტველოჰია.მან დაასვა ტავზე ეს მაფიოზი და არა კომპეტენტური ხალხი რომლებსაც მარტო ტავისი ბიუჯეტი ანაგვლებს.დროა და დაგვიანებულიც გარეტ გამოსვლის რომ ეს ხროვა ტავისი პოზიცია ოპოზიციიტ კადაფის გზას გაუკენოტ.იკნებ მოიზებნოს ვინმე პატრიოტული ზალა რომელიც ხალხზე და კვეკანაზე იფიკრებს ტორე ნუგარაფრის იმედი ნუგარ გეკნებატ ისე.
მსგავსი სიახლეები
მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე
ბოლო განახლება| თვითმხილველების ინფორმაციით, აბაშიძის ქუჩაზე გასროლა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა განახორციელა
განახლებული|+VIDEO ერთი მათგანი საავადმყოფოში ახლობლებმა წაიყვანეს
ვაკეში, აბაშიძის 30 ნომერთან სამი ახალგაზრდა დაჭრეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:36 / 25-09-2017  Image მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ტემპერატურის ვარდნა - უახლოესი დღეების პროგნოზი
27-28 სექტემბერს საქართველოში ცივი მასების გავრცელების გამო
11:14 / 25-09-2017  Image დონალდ ტრაპმა 8 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეუზღუდა
ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი
18:15 / 25-09-2017  Image "ბილტმორ თბილისის" საკვირაო ბრანჩი "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" შვილობილების მხარდასაჭერად
წელს "სიცოცხლის ფესტივალის" ფარგლებში ეს პირველი ღონისძიება არ ყოფილა
09:27 / 25-09-2017  Image ვჭამთ თუ არა რეალურად "ნამდვილ პურს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა
პურის უხარისხობა მრავალი კომპონენტითაა განპირობებული
14:26 / 25-09-2017  Image კრასნოდარში კანიბალების ოჯახი დააკავეს
НТВ-ს ცნობით, კანიბალები ოჯახის წევრები არიან და მათ შესაძლოა შვიდიდან 30-მდე მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49