დაცვის მხარე მაია რჩეულიშვილისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს, ხოლო გუკა რჩეულიშვილისთვის 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

დაცვის მხარე მაია რჩეულიშვილისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს, ხოლო გუკა რჩეულიშვილისთვის 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

დაცვის მხარე მაია რჩეულიშვილისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას და საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას ითხოვს.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა აღნიშნული შუამდგომლობით დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე მაია შოშიაშვილს მიმართა. დაცვის მტკიცებით, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულებულია, შესაბამისად, არ არსებობს საფრთხე მათზე ზეგავლენის მოხდენის.

რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილის დაცვის მხარეს, სასამართლოს, პატიმრობის ნაცვლად, 150 ათასი ლარი შესთავაზა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორები ბრალდებულთათვის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვენ. საქმის პროკურორის თქმით, მაია რჩეულიშვილს წარედგინა ახალი ბრალი, რომელიც 2014-2016 წლებში ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს. პროკურორების განმარტებით, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც რჩეულიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წარდგენილი იყო არასაპატიმრო ღონისძიება.

"2014 -2016 წლებში მაია რჩეულიშვილი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებას. შესაბამისად, ეს გარემოება საქმეში არის ახლად გამოვლენილი", - განაცხადა პროკურორმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ